„ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“

08 მარტი 2017, 20:00 1341 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება დღეს, ირანული ფოტოგრაფიისა და ფილმების კვირეულის ფარგლებში, ორი ქვეყნის ფოტოხელოვანების გამოფენას „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“ წარმოადგენენ.
 
    გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ირანელი და ქართველი ავტორების 60 ნამუშევრის ნახვის საშუალება ექნება. ფოტონამუშევრები თემატური მოტივით ერთიანდება, სადაც საწყისისად ზღვა,  როგორც ერთიანობის, მეგობრობის, განწყობის სიმბოლო ფიგურირებს.
   კვირეულის ფარგლებში, ირანული ფილმების ჩვენება  10 მარტს, გამოფენა კი, 11 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში