თითქმის ერთი საათია, სინოდის რიგგარშე სხდომა მიმდინარეობს

08 მარტი 2017, 20:00 927 ნახვა

თითქმის ერთი საათია, სინოდის რიგგარშე სხდომა მიმდინარეობს.  საპატრიარქოში შესვლამდე სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ, შესაძლოა, დეკანოზ  გიორგი მამალაძეზეც ისაუბრონ. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ამბობს, რომ არ აქვს უფლება პროკურატურას არ ენდოს, თუმცა, ფიქრობს, რომ ექსპერტიზამ გამოქვეყნებული მასალების ავთენტურობა უნდა დაამტკიცოს.  სინოდის სხდომამდე კომენტარი  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა გააკეთა. მისი თქმით, საპატრიარქოში დაპირისპირება არ არის, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა.
 
      ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს სინოდის დღევანდელი სხდომისგან „კარგი მოლოდინები აქვს“.  ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შეიძლება დადგეს მისი დასჯის საკითხი, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ ”საეკლესიო სამართლის ამუშავების მომხრეა.”

ამავე კატეგორიაში