C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

08 მარტი 2017, 20:00 888 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი, პროგრამის ფარგლებში მიღებული შედეგების ანალიზი, შეფასება და სპეციალისტების რეკომენდაციების განხილვა იყო. დავით სერგეენკოს განმარტებით, წინასწარი კონსულტაციების შედეგებმა აჩვენა, რომ ელიმინაციის პროგრამა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ეროვნული პროგრამით, მოქალაქეებს C ჰეპატიტის სკრინინგი, უფასო გამოკვლევა და მკურნალობა უკვე ორი  წელია უტარდებათ

ამავე კატეგორიაში