შესაძლებელია გაზის ტარიფები გაიზარდოს

09 მარტი 2017, 20:00 855 ნახვა

შესაძლებელია გაზის ტარიფები გაიზარდოს. საკითხთან დაკავშირებით  ენერგეტიკის მინისტრმა ისაუბრა.  როგორც კალახა კალაძემ აღნიშნა, გაზის ტარიფს სემეკი ითვლის. ასევე  განიხილავს, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით დღეს. 

მინისტრის თქმით, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია  მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა უცხოურ ვალუტაში - დოლარში ხდება.  

გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

ამავე კატეგორიაში