„ურბანული კატასტროფა ბათუმში“

09 მარტი 2017, 20:00 893 ნახვა

„ურბანული კატასტროფა ბათუმში“-  ასე აფასებს არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე ქალაქში არსებულ სიტუაციას. დღეს საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომიის წევრები შეიკრიბნენ. შეხევდრაზე აღნიშნული კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით შემოსული პროექტების განხილვის ანგარიში წარმოადგინეს. 
არქიტექტორის ინფორმაციით, სულ 80 განცხადებაა შესული, დაახლოებით 30 მათგნას ხარვეზების გამოსასწორებლად პროექტები უკან დაუბრუნდათ. 
მანუჩარ მახათაძე კომენტარი ძველ ბათუმში მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელსაც „დაიცავი ძველი ბულვარის საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვენ. 
არქიტექტორი მიიჩნევს, რომ უმჯებესი იქნება  ტერიტორიის შესწავლა და პარამეტრების განსაზღვრა.  კვლევის შემდეგ კი განისაზღვრება ადგილზე რა მოცულობის შენობა ნაგებობების მშენებლობებიაშესაძლებელი. 
მშენებლობის კრიტერიუმებზე  მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველიც  საუბრობს. 

ამავე კატეგორიაში