თურქული სკოლა ავტორიზაციის გარეშე

10 მარტი 2017, 20:00 1074 ნახვა

თურქულ სკოლას, რომელიც ბათუმში მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენდა ფუნქციონირებს, თუმცა მას ჯერ ავტორიზაცია არ გაუვლია და არც სტატუსი აქვს. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით სამართლებრივი ღონისძიებები გატარდა, თუმცა შენობის ფუნქციაზე ჯერ არ უმსჯელიათ. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, სკოლა ჯერ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მოქცეული არაა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა. მისი თქმით ჯერ მხოლოდ აქტიური კომუნიკაციის ეტაპზე არიან. სკოლის დირექტორის განცხადებით სკოლა თურქეთის საკონსულოს ეკუთვნის.

ამავე კატეგორიაში