მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უმაღლეს საბჭოში

14 აგვისტო 2016, 00:00 2577 ნახვა

ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია. პირები, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებისთვის მმართველი პარტიის სახელით იბრძოლებენ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. ხელისუფლების რჩეულ კანდიდატთა უმრავლესობა მოქმედი მთავრობის წევრები არიან. ნუგზარ სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, გიორგი რომანაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი. რაც შეეხება დანარჩენ სამ კანდიდატს - მერაბ კარანაძეს, ილია ვერძაძეს და ხვიჩა სარაშიძეს - ისინი ამომრჩევლისთვის ნაცნობი თუმცა ქართული ოცნების პარტიის ახალი სახეები არიან.

ამავე კატეგორიაში