საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს

11 მარტი 2017, 20:00 1014 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. “აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე კატეგორიაში