ზურაბ პატარაძემ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა

12 მარტი 2017, 20:00 890 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მიიღო. ზურაბ პატარაძემ ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მხარეებმა, ასევე, რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ჩვენი რეგიონი ბოლო წლებია  პოლონეთის ქვემო  და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან აქტიურად თანამშრომლობს, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთანაც. ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, ასევე, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს.

ამავე კატეგორიაში