ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის

12 მარტი 2017, 20:00 818 ნახვა

ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს მიყენებულ ზიანს დაითვლის, დღეს უნდა შეიკრიბოს. კომისიის მოწყობის კონკრეტულ დროს მერიის მესვეურები ჯერ არ ასახელებენ.  ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დაზიანებული შუქნიშანის აღდგენა.  საგზაო მოძრაობის ტექნიკური რეგულირების სამსახურის უფროს კახაბერ ჭეიშვილის განცხადებით, გზის სავალი ნაწილის აღდგენა  და ტროტუარებზე ფილების დაგება უკვე დასრულებულია. ამ დრომდე  იმ 25 დეკორატიულ ღობეს ეძებენ, რომლებიც გზის გამყოფ ზოლზე იყო დამონტაჟებული.   აღდგენილია საბალეტო სკოლის  დაზიანებული ფასადი. სკოლის დირექტორ ირმა მსხალაძის განცხადებით, სამუშაოები საკუთარი ძალებით განახორციელეს.

ამავე კატეგორიაში