პოლიტიკოსები 11-12 მარტის მოვლენებს აქტიურად აფასებენ.

12 მარტი 2017, 20:00 949 ნახვა

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბათუმში განვითარებული მოვლენების საკითხი დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად დააყენეს. თუმცა, მათი მოთხოვნა  კომიტეტმა არ გაიზიარა და, შესაბამისად, ამაზე პარლამენტში დღეს არ უმსჯელიათ.  პოლიტიკოსები 11-12 მარტის მოვლენებს აქტიურად აფასებენ.   საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა თანხმდებიან, რომ აქცია ორგანიზებული იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობასა და დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. დეპუტატები ამბობენ, რომ დამნაშავეები გამოძიებამ უნდა გამოავლინოს და ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. 

ამავე კატეგორიაში