„მამა გიორგიმ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა“, - ამის შესახებ ე.წ „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

13 მარტი 2017, 20:00 863 ნახვა

 „მამა გიორგიმ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა“, - ამის შესახებ  ე.წ „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. 
   ბრალდებულის დამცველის თქმით, რამდენიმე კითხვა განმეორებით დაისვა, რომელზეც დეკანოზმა  იგივე პასუხი გასცა, რაც თავდაპირველად. 
    მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძემ გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რაში დასჭირდა 30 ათასი  ლარი. 
   ადვოკატის თქმით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დამატებითი ჩვენებიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის წევრების დაკითხვის საჭიროება არსებობს.

ამავე კატეგორიაში