საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

13 მარტი 2017, 20:00 871 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
   საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. 
   საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში