სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ვიზიტორთა დაინტერესება ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ შეცვლილა.

13 მარტი 2017, 20:00 908 ნახვა

„მარტის მოვლენებმა, შესაძლოა, ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნას, ეს ყველაფერი სწორედ ამ მიზნით იქნა ორგანიზებული“, -ეს განცხადება 12 მარტის ღამეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზაფხულისთვის სასტუმროებში ჯავშნების ნაწილი მართლაც გაუქმდა.   რეგიონის პირველი პირი ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ მთავრობა აქტიურ პიარკამპანის გეგმავს. 
  „ამ ეტაზპე საერთაშორისო მედიის მონიტორნგი მიმდინარეობს.  ანალიზის საფუძველზე,  მარკეტინგული კაპმანია და სამიზნე ქვეყნებში  პრესტურები დაიგეგმება“ - ამბობს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი. 
    კერძო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მსგავს ფაქტებს  ტურიზმის სფეროზე პირდაპირი ნეგატიური გავლენა აქვს. მაგალითად, ერთერთ ტურისტული კომპანიაში აცხადებენ, რომ 4 ჩარტერული რეისი გაუქმდა, რაც მათთვის მნიშვენელოვანი ფინანსური ზარალია. 
    სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ვიზიტორთა დაინტერესება ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ შეცვლილა. 
     ეკონომიკის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერთი საპროტესტო აქცია ტურიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდეს, თუმცა, შესაძლოა, ფაქტმა ინვესტიციების  მოზიდვაზე იმოქმედოს. ტიტე აროშიძის თქმით, მთავარია, ვითარება დასტაბილურდეს და პროცესებმა შეუქცევადი ხასაითი არ მიიღოს, რისთვისაც, ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანია მთავრობის სწორი სტრატეგია.

ამავე კატეგორიაში