„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მონიტორინგის შედეგები

13 მარტი 2017, 20:00 1061 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ სამწლიანი მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მთავარ გამოწვევად ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, ხელფასების გადანაწილებასთან არსებული ხარვეზები, ტელევიზიისა და რადიოსთვის შეუსაბამო შენობა და ფინანსების მართვის საკითხი იყო გამოყოფილი. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა დაბრუნდაშვილი აცხადებს, ხარვეზები, ძირითადად, შესყიდვების პროცედურებთან იყო დაკავშირებული. შეხვედრაზე ითქვა,  რომ პროგრამული პრიორიტეტების შედგენა არ პასუხობდა მოსახლეობის მოთხოვნებს.  აქცენტი  მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტურ ურთიერობაზე გაკეთდა,  რაც, კვლევის  ავტორების აზრით,   მაუწყებლის განვითარებას აფერხებდა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორმა პრეზენტაციაზე მაუწყებლის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. ნათია კაპანაძემ ყურადღება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზეც გაამახვილა. 

ამავე კატეგორიაში