უსაფრთხო სათამაშოები - სახალხო დამცველის რეკომენდაცია

14 მარტი 2017, 20:00 842 ნახვა

 საქართველოს სახალხო დამცველმა, ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობას რეკომენდაციით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა. 
    საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას –გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში