სადავო სახლი - სასამართლოს გადაწყვეტილება

14 მარტი 2017, 20:00 911 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის სადაო სახლზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბინა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა.

დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის ყოფილი მოადგილე  როლანდ ბლადაძე  2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას  ასევე გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარებას მოითხოვდა. საკუთრება როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა, მოგვიანებით კი სიმბოლურ ფასად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გადაეცა. 

ამავე კატეგორიაში