საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

15 მარტი 2017, 20:00 794 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმადაც მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას ხაზი გაუსვეს; 
გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ  მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას უმასპინძლოს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება. 
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. პრემიერმინისტრების არაოფიციალური შეხვედრა  ორ საათს გაგრძელდა. ბინალი ილდირიმმა ბათუმი  გუშინვე დატოვა. 

ამავე კატეგორიაში