გახსნილი დანაშაული

15 მარტი 2017, 20:00 815 ნახვა

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. 
უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - „სიმ-ბოქსის“ საშუალებით საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის  ადგილობრივ ზარად გარდაქმნა  და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე ხორციელდებოდა. 
ამგვარი ქმედება, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა როგორც ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას აფერხებდა - განმარტავენ საგამოძიებო უწყებაში.  
ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან  10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ - ბოქსია“ ამოღებული. 
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ამავე კატეგორიაში