გიმნაზიის ახალი ხელმძღვანელი

15 მარტი 2017, 20:00 857 ნახვა

 დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცვლად მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს.
„ამ დროისათვის სასწავლებელს ახალი უფროსი ჰყავს, იგი მეუფე დიმიტრის ჩამობრძანების შემდეგ დაინიშნა," - აცხადებს დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძე.
შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 7 მარტს აისახა. უწყების  ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა.
მღვდელი დანიელ სოლომონიძე ქობულეთის სოფელ ზედა სამებაში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე კი აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

ამავე კატეგორიაში