პრემიერ-მინისტრის განცხადება

15 მარტი 2017, 20:00 720 ნახვა

სახელმწიფომ  სტაბილურობა შეინარჩუნა ისე, რომ  ადამიანები არ გადათელა და სპეცრაზმი არ გამოვარდა, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მათი ჰუმანური სახით არავინ უნდა მოტყუვდეს და სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას ნურავინ შეეცდება, რადგან სახელმწიფოს პასუხი  ძალიან მკაცრი იქნება. 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზატორები პირდაპირ ჩანდნენ და  მათი მოწოდებებიც ისმოდა. 
"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ  ხალხს აქეზებდა და  ადამიანების ემოციებზე თამაშობდა - განაცხადა პრემიერმა.  

ამავე კატეგორიაში