ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში

15 მარტი 2017, 20:00 1285 ნახვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ. ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო პაკეტით. ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. 
მიზნობრივ ჯგუფებში  0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები შედიან:. მათი რაოდენობა კი  მილიონ  700 ათასამდეა.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებენ, თუმცა  სხვა სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებად რჩებიან. 
ასეთი პირების რაოდენობა, 32 ათას  შეადგენს. 
საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში