„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის გამგებელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

16 მარტი 2017, 20:00 857 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის გამგებელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირმა ფუტკარაძის განცხადებით შუბანში და ფურტიოში 2015 წელს დაგეგმილი საბავშო ბაღების მშენებლობა ექსპლუატაციაში იმავე წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ინდემწარმეს დღემდე არ დაუსრულებია სამუშაოები. ოპონენტთა ბრალდებას უსაფუძლოდ მიიჩნევს შუახევის გამგებელი, ტარიელ ებრალიძის განცხადებით ინდემეწამეს სამუშაოების დასრულების ვადა 2016 წლის ბოლომდე გადაუვადეს, ბოლო რამდენიმე თვეა კი სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზაზო“ ჯარიმდება. ტარიელ ებრალიძის განცხადებით ორივე ბაღი დასრულების ეტაპზეა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში