ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17 მარტი 2017, 20:00 879 ნახვა

ბათუმში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ოჯახმა, რომელთანაც იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა, მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც 2 დღის განმავლობაში აღარ გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა და წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში