დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

18 მარტი 2017, 20:00 824 ნახვა

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირის მოსანახულებლად ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე შევიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში დაინტერესდა, სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულის მიმართ ძალის გადამეტებას ხომ არ ჰქონია ადგილი.  შეხვედრის შემდეგ ციალა ქათამიძე აცხადებს, რომ ბრალდებულებს მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამთ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დროისთვის 9 პირი იმყოფება.

ამავე კატეგორიაში