გალარების პროგრამის შედეგები

19 მარტი 2017, 20:00 742 ნახვა

„გალარების პროგრამით 5 ათას 92-მა მსესხებელმა ისარგებლა“, -  განაცხადა ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.  გოგიტა ცუცქირიძის ინფორმაციით,  მაჩვენებელი სრული რაოდენობის 19%-ს შეადგენს. მისივე თქმით, სულ 71 მილიონი დოლარია გალარებული. 
   დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცუცქირიძემ პროგრამა დადებითად შეაფასა და მედიას, ბანკებსა და ეროვნულ ბანკს, ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისთვის, მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში