დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

19 მარტი 2017, 20:00 921 ნახვა

 „საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი არსად ფიგურირებდა“, - ამის შესახებ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული  დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ  განაცხადა. 
    „პროკურატურამ, მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე   მეორედ დაკითხა. მეორე ჩვენებაში   სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი გამოჩდნენ“, - ამბობს სასულიერო პირის ინტერესების დამცველი. 
    თავად მამალაძე კი ამბობს, რომ მამა გიორგის ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრისთან კონტაქტი ჰქონდა და „იკითხონ, რა თემაზე ეკონტაქტებოდა მათ“. 
   მოწმის განცხადებით, მან განმეორებითი, სრულყოფილი ჩვენება გამოძიებას დაახლოებით, ორი კვირის წინ მისცა.

ამავე კატეგორიაში