გიორგი ერმაკოვის განცხადება

20 მარტი 2017, 20:00 1047 ნახვა

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი 11-12 მარტს აჭარაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
   "მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე,  მოქალაქეების საკუთრებაზე მიყენებული ზარალის ოდენობას ვადგენთ.  აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე - აქციის მეორე დღესვე რეგიონის სასტუმროებში ასობით ჯავშანი გაუქმდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის საქმე წარმოებს.  ქალაქის მერია  მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას ითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა ეს უფლება არ დაირღვეს. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ", - აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

ამავე კატეგორიაში