დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

20 მარტი 2017, 20:00 861 ნახვა

21 მარტს – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ინიციატივით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად რამდენიმე ღონისძიებას ატარებს.   
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებათა მიზანი, ერთის მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას და მხარდაჭერის მოპოვებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდას იწვევს. აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აჭარაში სულ  დაუნის სინდრომის მქონე 33 პირია რეგისტრირებული, მათ შორის 15 – 25 წლამდე ასაკისაა.

ამავე კატეგორიაში