ამ წუთებში სასამართლო 11 მარტის აქციის საქმეზე მსჯელობს.

20 მარტი 2017, 20:00 867 ნახვა

ამ წუთებში  სასამართლო 11 მარტს, აქციის დაწყებამდე დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე მსჯელობს.   დაცვის მხარე დღეს მოწმეთა დაკითხვასა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. ამ პირების სასამართლო პროცესი ერთხელ უკვე გაიმართა, თუმცა, 11 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და პროცესი გადაიდო. რამაზ ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მას ხშირად მიზანმიმართულად აჯარიმებენ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც  ადასტურებენ. ჯიმი ვარშანიძესა და რამაზ ხიმშიაშვილს სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და   დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

ამავე კატეგორიაში