21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

20 მარტი 2017, 20:00 903 ნახვა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომლის პირველი ნომერი სწორედ 21 მარტს გამოვიდა. თარიღს რეგიონშიც აღნიშნავენ. ჟურნალისტების უმეტესობა მუშაობის მთავარ პრიორიეტად სიტყვის თავისუფლებისა და მოვლენების ეპიცენტრში მუშაობას ასახელებს. „ტელეარხი-25“-ის ჟურნალისტი სულხან მესხიძე საზოგადოების მხრიდან პროფესიის დაფასების დეფიციტზე საუბრობს, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს ფაქტი მისი 8-წლიანი მუშაობის განმავლობაში ხელისმშემშელელი არასდროს ყოფილა. ქართული ჟურნალისტიკის დღეს კოლეგებს საზოგადოებრივი მაუწყელის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი ცისო ჩხეიძე ულოცავს.

ამავე კატეგორიაში