ენმ ხელვაჩაურის გამგეობას კორუფციაში ადანაშაულებს

20 მარტი 2017, 20:00 735 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე გამგეობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.  მისი თქმით, 2014 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ერთი და იგივე კომპანია  “მშენებელი 80” იგებს. ბრალდებებს მალევე უპასუხეს გამგეობაში. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ სხვა კომპანიები სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ, დაბალი შეთავაზება კი პრიორიტეტი ვერ იქნება.

ამავე კატეგორიაში