სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში

21 მარტი 2017, 20:00 801 ნახვა

რამდენიმე საათში ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტს, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მათ მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს. გუშინ სასამართლო სხდომაზე მოწმეებს მოუსმინეს, გუშინვე, 11 მარტის ინციდენტის მტკიცებულებები  ბრალდების მხარემ წარმოადგინა. 
    შეგახსენებთ ჯიმი ვარშანიძე და რამაზ ხიმშიაშვილი ბათუმში, 11-12 მარტის აქციის დროს, ერთერთი პირველები დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში