საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

21 მარტი 2017, 20:00 761 ნახვა

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მოძრაობის „მწვანე ალტერნატივა“ კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საქმე წიაღის შესახებ კანონის 29-ე მუხლს ეხება, რომლის მიხედვითაც, საინფორმაციო გეოლოგიურ ფონდებში შენახული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი არ არის. ნინო ხუჯარაიძე ამბობს, რომ ფონდებში   ასახულ ინფორმაციაში მოსახლეობასა და ბუნებაზე ზიანის შედეგებია აღწერილი. მოსარჩელე მხარე იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში