პატრიარქი : ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები

21 მარტი 2017, 20:00 794 ნახვა

„ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა. 
   ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი  ნაყოფიერი იქნება.  
   პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი იყო, თუმცა, დღესაც არ აქვს შესაძლებლობა, აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.

ამავე კატეგორიაში