ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა

21 მარტი 2017, 20:00 864 ნახვა

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაწესებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა. 
   პრემიერ-მინისტრის თქმით, კლინიკის სერვისებით  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც ისარგებლებენ.
  საქართველოში, პროგრამის ფარგლებში, 35 ათასმა მოქალაქემ იმკურნალა, მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა.  

ამავე კატეგორიაში