„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის გამგეობას ბიუჯეტის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

22 მარტი 2017, 20:00 885 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  შუახევის გამგეობას ბიუჯეტის პირადი ინტერესებისთვის  გამოყენებაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, თვითმართვლობამ  2016 წლის ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 4 ათას 500 ლარით მინერალური წყალი და ნატურალური წვენი შეიძინა. ბრალდებას შუახევის გამგებლის მოადგილე გამოეხმაურა, ავთანდილ დიასამიძემ ოპონენტების ბრალდებას ცილისწამება უწოდა.

ამავე კატეგორიაში