გენ ინსპეციამ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებასთან დაკავშირებით მოკლევა დაიწყო.

22 მარტი 2017, 20:00 801 ნახვა

გენ ინსპეციამ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებასთან დაკავშირებით მოკლევა დაიწყო.  პატრულ ინსპექტორმა გია ხალვაშმა 22 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო სხდომათა დარბაზში მეწყვილე ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და თქვა, რომ იგი სუს-ის თანამშრომლის მეუღლეა. 21 მარტს პოლიციელმა მეგი ხუნწარიამ მეწყვილის ჩვენების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ მას დაკავებულის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ გაუგონია. ხალვაშის განცხადებით, ხუნწარიას ქმარმა ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა. შინაგან საქმეთა სამნისტროს განცხადებით, ხალვაშის ეს კომენტარი უწყებასთან შეთანხმებული არ იყო. რაც შეეხება ხუნწარიას ქმარს- პრესასმსახურში აცხადებენ, რომ ის უსაფრთხობეის სამსახურში არ მუშაობს.

ამავე კატეგორიაში