უშიშროების საბჭოს სხდომა

22 მარტი 2017, 20:00 837 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო,  შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი,  რეფორმები თავდაცვის სამინისტროში და   საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე. დრევადელ სხდომაზე ასევე განიხილავენ  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც  ქვეყნის ეროვნული უშიშროებისადმი  ერთიან  მიდგომას გულისხმობს. 
ეროვნული უშიშროების  საბჭოს სხდომა 17 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.  უკვე ცნობილია რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით  დღეს პარლამენტის სხდომაცაა დაგეგმილი და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს ქუთაისში უწევს ყოფნა. 

ამავე კატეგორიაში