დღეს, ევროპის მოედანზე საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება

26 მარტი 2017, 20:00 859 ნახვა

დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის,  საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტი  21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
   გუშინ კი,  აღმაშენებლის ქუჩის განახლებულ საფეხმავლო მონაკვეთზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.  
   თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება.

ამავე კატეგორიაში