„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

26 მარტი 2017, 20:00 784 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარტიის ერთერთმა წევრმა გააკეთა. ნინო ჯინჭარაძე დეპარტამენტის მიერ სარეკლამო ფოტოებისა და უწყების ვებგვერდის შესაქმნელად გამოყოფილ თანხებს აპროტესტებს. პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ უწყებამ თანხა   უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებებისთვის უნდა დახარჯოს. 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში უკვე უპასუხეს. უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბაზრის კვლევის საფუძველზე, ახალი ვებგვერდის შექმნა, მისი გამარტივებისა და საძიებო სისტემის ხელმისაწვდომობის მიზეზმა განაპირობა. მერი ემირიძე ამბობს, რომ ფოტო-რეკლამირებისა და ახალი საიტის შექმნისთვის ბოუჯეტში თანხა გასულ წელს გაიწერა. მისივე ინფორმაციით, ვებგვერდის საბაზრო ფასი, შესაძლოა, გაცილებით უფრო მაღალი იყოს.

ამავე კატეგორიაში