პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარებისთვის

27 მარტი 2017, 20:00 780 ნახვა

მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  აგროპროექტების მართვის ცენტრმა  კარტოფილის   სათესლე მასალის  გაცემა ხულოდან დაიწყო. პროგრამა რეგიონში კარტოფილის კულტურის ჯიშგანახლებას,  დაავადებებისადმი   რისკების შემცირებას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდებასა  და ფერმერთა შემოსავლების ზრდას  ისახავს მიზნად.

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 180 ფერმერსა და 101 აგრომეწარმეს, 30% -იანი თანადაფინანსებით,   ჰოლანდიიდან შემოტანილი სილვანას ჯიშის კიბოს დაავადების გამძლე 500  კილოგრამი  კარტოფილის სათესლე  მასალა და სასუქები გადაეცემათ. მათ, ასევე, აგროვადების მიხედვით სწავლება-კონსულტირება ჩაუტარდებათ.   პროგრამის ბიუჯეტი 283 ათას 53  ლარია.    

ამავე კატეგორიაში