ხულოში დილიდან თოვს

27 მარტი 2017, 20:00 822 ნახვა

ხულოში დილიდან თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 15 სმ-ს მიაღწია. უამინდობამ  ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც სოფლებს ირემაძეებსა და საციხურს დენის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით,  ელექტროგადამცემი ხაზები უკვე აღდგა. უამინდობას, გადაადგილებასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეუქმნია. გამგეობაში    საგანგებო შტაბი მუშაობს.

ამავე კატეგორიაში