ბიუროს სხდომა

27 მარტი 2017, 20:00 801 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივ და დარგობრივ კონტროლს თხოვენ. ოპოზიციამ საკუთარი მოსაზრება საკანონმდებლო ინიციატივად  აქცია და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. ფრაქციაში “ერთიანი ნაციონალური  მოძროაბა” მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის კოდექსით გუბერნატორს უფრო მეტი უფლება აქვს ამ მხრივ, ვიდრე ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს. თვითმმართველობების კონტროლის ინიციატივა კოლეგებს დღეს მმართველი პარტიის წევრებმა დაუწუნეს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობა, თავისი არსით,  საკუთარი უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლდ განხორციელებას გულისხმობს. ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს  ბიუროს სხდომაზე განიხილეს, მოსაზრებები დააფიქსირეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენობა მიიღებს. ინიციატივა კომისიებში განსახილველად ჩაუშვეს.

ამავე კატეგორიაში