#ევროპისკენ

27 მარტი 2017, 20:00 851 ნახვა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი 5 საათსა და 45 წუთზე შესრულდა. 6 საათზე კი მგზავრები სალონიკის მიმართულებით გაემგზავრნენ.

 აერპორტში მისულ მოქალაქეებს სიურპრიზიც დახვდათ. რამდენიმე მათგანს საჩუქრად ავიაბილეთი გადაეცათ.

ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, დამატებით სარეგისტაციო დაფები განათავსეს. ამოქმედდა რიგის მომწესრიგებელი ახალი რეგულაცია.

დღეს მგზავრების ნაწილს ვიზა ჰქონდა, ნაწილი კი ევროპაში უვიზოდ გაფრინდა. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია, თითეულმა მოქალაქემ შენგენის ზონაში გამგზავრებისას ყველა ვალდებულება დაიცვას. 

ამავე კატეგორიაში