#ევროპისკენ - სტუდენტებთან შეხვედრა

27 მარტი 2017, 20:00 831 ნახვა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.  პედაგოგები და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე სტუდენტები ერთმანეთს  მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაური დაესწრო. ზურაბ პატარაძე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებზე ესაუბრა და მათ დღევანდელი დღე მიულოცა.   მთავრობის მეთაურმა ვიზალიბერალიზაციის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით,  ვიზალიბერალიაზია ქვეყნისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.

ახალი სასწავლო წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთევან კონცელიძეც ევროპაში ისწავლის. 

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში