კორპუსების გადახურვის პროგრამა

28 მარტი 2017, 20:00 897 ნახვა

2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები დაიგეგმა. მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებსა და რამდენიმე სოფელში მრავალბინიანი 20 სახლი გადაიხურება. სამუშაოებისთვის 456 ათას 640 ლარია გათვალისწინებული. გამგებელ სულხან ევგენიძის განცხადებით,  ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება.

 

ამავე კატეგორიაში