საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა

28 მარტი 2017, 20:00 775 ნახვა

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება, ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება.
    მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბდეს პოზიცია და არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. 

ამავე კატეგორიაში