საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით

28 მარტი 2017, 20:00 956 ნახვა

2017 წლის 28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა. უჩა ნანუაშვილი  „სტამბოლის კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც  ხელს უშლის ქალებს, თანაბრად ჩაერთონ საჯარო სფეროში, პროფესიული შესაძლებლობები განავითარონ  და დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა მიეცეთ  .
      სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს,   ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

ამავე კატეგორიაში