მამუკა ბერიძის მიმართ სამართალწარმოება შეწყდა

28 მარტი 2017, 20:00 867 ნახვა

11-12 მარტის აქციის დროს დაკავებული მამუკა ბერიძის მიმართ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა.  დაცვის მხარემ მოწმე წარმოადგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ დაკავებული აქციის დროს  ერთერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა.   მამუკა ბერიძის ადვოკატის მტკიცებით, სამართალდარღვევის ოქმის გარდა, პოლიციელებმა სხდომაზე ვერც მოწმე  და ვერც ვიდეოჩანაწერი წარმოადგინეს.
       მამუკა ბერიძე ერთერთი იყო იმ 80 პირს შორის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 
     11-12 მარტის აქციის შემდეგ, მასობრივი არეულობის მოწყობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით, პროკურატურამ 19 პირი დააკავა. ადმინისტრაციული წესით    საქმეების განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. დაკავებულთა უმრავლესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამავე კატეგორიაში